„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
პორტუგალიაში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ითქვა, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
შვეიცარიელი დეპუტატისა და საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი წევრის, დანიელ ფაზლერის შეფასებით, არჩევნებმა იდეალურად ჩაიარა და მათ არანაირი დარღვევა არ გამოუვლენიათ.
აქვე ეუთოს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან მანდატების 40 პროცენტის არ გამოყენება არ არის მართებული იმ პირობებში, როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშში ნათლად წერია, რომ შედეგები სრულად ასახავს ამომრჩევლის ნებას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაკეთებულ ამ განცხადებებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება საქართველოში.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიცია ახლა სავალალო მდგომარეობაშია.
"მორიგ ჯერზე, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ხდება მითითება, რომ არჩევნებმა ჩაიარა მაღალ ორგანიზებულ დონეზე. შეესაბამებოდა და გამოხატავდა ამომრჩევლის და ქართველი ხალხის ნებას.
როგორი სავალალო მდგომარეობაში არის რადიკალური ოპოზიცია, როდესაც საერთაშორისო მისიის დამკვირვებლებს თუ წარმომადგენლებს და საერთაშორისო აქტორებს უწევთ ისეთი მითითების გაკეთება, როგორსაც ვხედავთ ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.