საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ საპარლამენტო ფორმატი საუკეთესო საშუალებაა მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად.

გიორგი გაბუნიამ კულტურის განვითარების მიმართულებით საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კულტურული ინფრასტრუქტურის განახლებაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა, სომხური თეატრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მალე დასრულდება. შეხვედრისას, გიორგი გაბუნიამ სურვილი გამოთქვა, რეაბილიტირებული სომხური თეატრის გახსნა სომეხ კოლეგებთან ერთად იზეიმონ.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან წაქაძე და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები - სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს კონსული სომხეთის რესპუბლიკაში ნანა ანდღულაძე.