გადაიღეს უცნაური ფენომენი, რომელიც მიწაზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდა
1752495848
პოლიტსაბჭო განცხადებით გამოეხმაურა 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილს.
მმართველი პარტია "დიფ სთეითის" გეგმებზე, დეზინფორმაციასა და ცრუ ბრალდებებზე საუბრობს, აცხადებს, რომ თავდასხმების მიზეზი ქართველი ხალხის არჩევნებზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც არ დაუშვა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება, რასაც ევროპელი და ამერიკელი ყოფილი ჩინოვნიკები გულშემატკივრობდნენ.
პოლიტსაბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და ბრძოლაში კომპრომისს ვერ დაუშვებს. პარალელურად, ისმის მზაობა სამართლიანი თანამშრომლობისთვის.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რეზოლუციების დონეზე არის ბრძოლა გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
"ყოველი ასეთი უსამართლო განცხადება, მორიგ ჯერზე ხდება მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ, განსაკუთრებით ბოლო სამი წელია, ვამბობთ გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით, "დიფ სთეითთან" დაკავშირებით, საქართველოში მე-2 ფრონტთან დაკავშირებით.
ჯერ კულისებში იყო ეს ზეწოლა და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს ზეწოლა არსებობს, შემდგომ საჯარო სივრცეშიც აღარ ერიდებოდნენ და ახლა ვხედავთ რეზოლუციების დონეზე არის ბრძოლა გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
როგორც უკვე ვნახეთ, საქართველოს საზოგადოებამ ამას ყურადღება აღარ მიაქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უსაფუძვლო. როცა ევროპის ინსტიტუტები ყოველკვირეულად აფასებენ საქართველოს დემოკრატიის, გამჭვირვალობის, მთავრობის მუშაობის მიმართულებით და ა.შ. მათ შორის, სავალუტო ფონდი აფასებს ეკონომიკურ მიმდინარეობას პოზიტიურად, ამის ფონზე, როცა ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოზე უსაფუძვლოდ საუბრობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ამას ბუნებრივია არავინ აღარ დაიჯერებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.