მინდია ლავასოღლის დაკავების დეტალები - რას წერს იტალიური მედია
1748722521
დღეს, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გავმართეთ სამუშაო შეხვედრები, დავათვალიერეთ ბაღის მშენებლობები, სკოლები, ვიყავით რამდენიმე ობიექტზე. სპორტული მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მოვინახულეთ შესაბამისი ლოკაციები, სადაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორც სტადიონების, ასევე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ იმერეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.
იმერეთში მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა მოინახულა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის და ქუთაისში 450 აღსაზრდელზე გათვლილი N33 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. იგი, ასევე, იმყოფებოდა ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას გაეცნო.
საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და რეაბილიტირდება. ეწყობა საძინებლები, სათამაშო, გამოსაცვლელი, სამზარეულო და ადმინისტრაციული ოთახები, გარე სათამაშო მოედნები და რეკრეაციული სივრცეები.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. იმერეთის რეგიონში, საერთო ჯამში, 13 საბავშვო ბაღის და 7 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს.
ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთში უკვე დასრულებულია 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.6 მილიონ ლარამდე მოხმარდა.
დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი ხონისა და წყალტუბოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ საჭიროებებსაც გაეცნო. მან ორივე ქალაქში არსებული საფეხბურთო სტადიონები დაათვალიერა და დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.