ვინც 4 ივნისს იტირებს, თუნდაც ბედნიერებისგან... - რა გავლენას იქონიებს ხვალინდელი ცრემლები მომავალზე
1748988509
მმართველ გუნდში ამერიკული ფარას ქართულ რეალობაში დანერგვის საჭიროებებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას თქმით, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი უზრუნველყოფს ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის ფინანსების გამჭვირვალობას და მოახდენს პრევენციას იმ რევოლუციური სცენარებისა, რომლებიც ბოლო წლებში სწორედ უცხოური ძალების ზემოქმედებით იგეგმება.
„რას ემსახურება ეს უმნიშვნელოვანესი კანონი - ერთადერთს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურ დონეზე დაცული. ეს არის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი თავმოყვარე ხელისუფლებისა და მთავრობის ხელში, საპარლამენტო მოწყობის რესპუბლიკაში, რომ არ მოხდეს იმ ბინძური გეგმების თუნდაც გამეორების მცდელობაც კი და იმ ასობით მილიონი დოლარისა თუ ევროს შემოდინება ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური მიზნებისთვის“, - მიიჩნევს კირცხალია.
უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ე.წ. ამერიკული ფარას ასლი უკვე ამოქმედებულია. კანონი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილს, ისე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.