სკანდალური ინტერვიუ - ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია
1748547767
რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები ბაჩიაშვილის ინფორმაციით, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში ისე ჩამოიყვანეს.
პრემიერის თქმით, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ოპერაცია, ის არის თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში.
„ესეც რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში, არამარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების მედალიც, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით შესაბამისი ოპერაციის ავტორებს“, - განაცხადა პრემიერმა.