პოლიციელს ხასიათში უზის თავგანწირვა მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ამიტომ არიან ისინი გმირები და იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისაგან და დაფასებას თავისი ქვეყნისაგან - ვულოცავ ამ ადამიანებს დღევანდელ დღეს - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

პოლიციელს, რომელსაც თავის ხასიათში, ხასიათის თვისებად უზის თავგანწირვა თავისი მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ბუნებრივია, უნდა მივულოცოთ თითოეულ მათგანს დღევანდელი დღე, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს.

მდინარაძის თქმით, პოლიციელებს სულში აქვთ გმირობა და ამიტომ იმსახურებენ ისინი პატივისცემას და დაფასებას საზოგადოებისა და ქვეყნისაგან.

„ამიტომ არიან ისინი გმირები და ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისაგან და დაფასებას თავისი ქვეყნისაგან. ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებსაც სულში და გულში უზით გმირობა და წარმატებას ვუსურვებ მათ და მათი ოჯახის წევრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩემთვის განსაკუთრებით სენსიტიურია მათი პროფესიული წარმატება, განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ, მათ შორის, იმის გამო, რომ წარსულში ეს ჩემი პროფესია გახლდათ. კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა და მილოცვა ჩემგან მათ, " - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.