„ოცნება“ ცდილობს, პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენოს ეს ყველაფერი და მთავარი ოპონენტი საარჩევნო ველიდან გააქროს" - ტატა ხვედელიანი 20 ივნისის საქმეზე

ტატა ხვედელიანი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანის განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენოს.

"არ გამოუვა "ოცნებას" სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოყენება ამ კონტექსტში, რადგან იქ სრულიად სხვა საკითხები ეწერა. ცდილობს, რომ ამ საერთო ხურჯინში დაამატოს არგუმენტი იმისა, რომ საბოლოოდ, პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენოს ეს ყველაფერი და "ოცნების" მთავარი ოპონენტი ამ ვითარებაში, უბრალოდ, საარჩევნო ველიდან გააქროს," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.