გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
ჩვენი ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი თავისი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, როგორც ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით ჩინეთი საქართველოსთვის განსაკუთრებულად საინტერესო ქვეყანაა თანამშრომლობისთვის.
„ბოლო 6 თვის მანძილზე ჩინეთში დიდი შვიდეულის ხუთმა ლიდერმა განახორციელა ვიზიტი, რაც ასევე ხაზს უსვამს ჩინეთის მნიშვნელობას დასავლელი პარტნიორებისთვის. ჩვენ ვართ მონაწილე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის, რომელიც ასევე ჩინეთის მხარის ინიციატივაა და ქვეყნებს, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს, აკავშირებს როგორც ეკონომიკურად, ლოჯისტიკურად და ერთ-ერთი უსერიოზულესი გეოპოლიტიკური ფაქტორია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.