,,ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს...“ - ოჯახი ბავშვს ეძებს
1753456678
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმის გამოძიებას ეხმიანება.
„სამწუხაროდ, გიორგი გახარიას თვითნებური თუ მიზანმიმართული გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ, რომ საქართველომ ტერიტორიების ერთ მილიონ კვადრატულ მეტრამდე არის დაკარგული და ადამიანებს ეზღუდებათ, ვიმედოვნებთ, დროებით, ამ ტერიტორიებზე გადაადგილების შესაძლებლობა. ამიტომ გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვაზე პასუხი - ეს იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება, რომ ასეთი პროვოკაციული მოქმედება განეხორციელებინა, თუ ეს იყო გარკვეული შეცდომა, რომელიც შეიძლება საჯარო მოხელეს თუ პოლიტიკური თანამდებობის პირს მოუვიდეს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამჯერად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი დაბარებული, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხებს.