ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქართველი ჟურნალისტების აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა.
ნინო წილოსანის განცხადებით, ეს შემთხვევა ადასტურებს, თუ როგორი მძლავრია ცენზურა მოლდოვაში.
"მოლდოვამ აკრედიტაცია არ მისცა სამ დამოუკიდებელ ქართულ ტელემედია საშუალებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი მძლავრია ცენზურა. მოლდოვას შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არაერთი ტელეარხი არის დაბლოკილი და აკრძალული, ეს არის ქვეყანა, რომლის ლიდერიც მზად არის, რომ გააუქმოს მოლდოვის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და შეუერთდეს მეზობელ სახელმწიფოს. ეს სტანდარტი კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ფაქტობრივად, უსტანდარტობა გახადეს ნორმა," - აცხადებს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ მაია სანდუს მთავრობამ, რომელიც ბრიუსელში მუდმივად პოზიციონირებს, როგორც თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად, "რუსთავი 2-ს" და სხვა ქართულ ტელევიზიებს აკრედიტაციების გაცემაზე უარი უთხრა.
არაერთი მიმართვის მიუხედავად, კიშინიოვი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2" და რატომ ეთქვა აკრედიტაციის მიღებაზე უარი.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ კიშინიოვის ეს გადაწყვეტილება იმ ევროპარლამენტარების მოთხოვნებს უკავშირდება რომლებსაც საეჭვო რეპუტაცია აქვთ და ახლა ცდილობენ, იმ მედიებს აუკრძალონ მუშაობა, რომლებიც მათთვის მიუღებელია.