რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარესთან გამართული შეხვედრები ჟურნალისტებთან შეაფასა.
როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები კიდევ მეტად განვითარდება.
„თურქეთის პრეზიდენტმა, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, მართლაც უმაღლესი დონის შეხვედრები მოგვიწყვეს საქართველოს დელეგაციას და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის. ჩვენ შევეხეთ თითქმის ყველა თემას. გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია ორ ქვეყანას შორის, თურქეთს და საქართველოს შორის, იმედს, მაძლევს და დღეს კიდევ უფრო მეტად გამიმყარა რწმენა, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.