ლუკა კურტანიძის დაკავების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
1753631111
ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ - ეს მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა. ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომ ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ საკუთარი მეგობრები და კალათბურთელები დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს კალათბურთელ გიორგი ცინცაძის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე უარის თქმაზე კომენტირებისას.
მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს ბუდუ ზივზივაძე და ახსოვს ქოჩორაშვილი, რომელთა გამოყენებას ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ევროპის ჩემპიონატის წინ.
„სულ ახლახან მე ღირსებისა და წმინდა გიორგის ორდენით ჩვენი კალათბურთელები - ჩვენი საამაყო ხალხი, რომლებსაც ერთ თვეში ეწყებათ ევროპის ჩემპიონატი და წარმატება მინდა მათ ვუსურვო. რა თქმა უნდა, მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის, გულშემატკივრის სახელით, რაც მან გააკეთა ქართული კალათბურთისთვის. ის იყო ჩვენთვის საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ - ეს მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა. ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომ ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ საკუთარი მეგობრები და კალათბურთელები დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ და მონაწილეობა უნდა მიიღონ. მინდა წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ჩემი მიმართვა მის მიმართ. ის თავისუფალი ადამიანი და თავად გადაწყვიტოს, რა სურს.
ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ჩვენ გვახსოვს ქოჩორაშვილის გამოყენება, როგორ ცდილობდნენ ევროპის ჩემპიონატის წინ. ასევე, შუღლი შეეტანათ, დაეპირისპირებინათ. ეს ადამიანები არიან მავნებლები - ყველაფერს პირიქით აკეთებენ.
აი, როგორ წარმოგიდგენიათ, ღამე ვიძინებდე და ვიღვიძებდე იმ მოტივით, რომ როგორმე ცუდი მოხდეს საქართველოში: რაღაც დაინგრეს, ჩამოინგრეს, ვიღაც მოკვდეს და ამ ნიუსებით ვიყო - არ ვიცი, რა დავარქვა! ჩემთვის წარმოუდგენელია! ეს ადამიანები ამით ცხოვრობენ. მეცოდებიან, რადგან სულ ნეგატივზე არიან ჩასაფრებული, მაგრამ მათდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს წარმატებები დასაწყისია. კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი ბიჭები. ჩვენი ქვეყანა მაგარი ქვეყანაა, მაგარი ხალხი გვყავს და უფრო წარმატებული ვიქნებით, უფრო მშვიდობიანი ვიქნებით და დარწმუნებული ვარ, გადატეხილია ეს პროცესი, ვერავინ ვეღარ გვერევა. ეს მოკლე, მცირე ნაწილია რადიკალური ფრთის, რომელიც ნეგატივით ცხოვრობს და ერთმანეთს ვეღარ იტანენ, ისეთ მდგომარეობაში არიან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ კი ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე უარი განაცხადა.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1753631979
პოლიციამ ლუკა კურტანიძე დააკავა
1753626058