"მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში თუ არ მიიღებენ, ეს არის მათზე დამოკიდებული, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, პოლიტიკური განადგურება არ ასცდებათ" - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

გურამ მაჭარაშვილი

"მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში თუ არ მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს არის მათზე დამოკიდებული, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, პოლიტიკური განადგურება არ ასცდებათ", - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციასა და მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს.

მისი თქმით, რაც მოახლოვდება არჩევნები, დაპირისპირება უფრო გაიზრდება.

"მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში თუ არ მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს არის მათზე დამოკიდებული, მაგრამ, ორივე შემთხვევაში პოლიტიკური განადგურება არ ასცდებათ. ერთმანეთში დაპირისპირება მოასწავებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ თავიანთ პატრონებს ეკეკლუცებიან და თავიანთი პატრონების წინაშე წარმოჩენა უნდათ თავის, რომ მაგალითად, "ლელო" და გახარია უნდათ წარმოაჩინონ, რომ ისინი არიან უფრო პროგრესულები და უნდათ, რომ არჩევნებით დაამარცხონ ვითომ ხელისუფლება, იბრძოლონ და ა.შ. მაშინ, როდესაც 2-3 თვის წინ თვითონაც იგივე ნარატივზე იყვნენ. რაც შეეხება "ნაცმოძრაობას" და მის ერთ-ერთ ფილიალს, აქაც რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ამ პოზიციაზე არიან, თუმცა რაც მოახლოვდება არჩევნები, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, უფრო გაიზრდება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.