შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი
1752610971
ერთადერთი მთავარი „კოზირი“, რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება, გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ საქართველო ომში ჩართვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ხელისუფლების ცვლილება.
„გახსოვთ ალბათ დამცინავი კამპანია საპირისპირო ეროვნულისა, იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც თავისი სამშობლოს მიმართ ცოტა სხვანაირად და გულწრფელად შესტკივათ გული, რომ აბა ომი გინდათ?! – ხომ გახსოვთ ეს კამპანია. დღეს ეს თითქოს დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ თუ კი ვინმეს, ვინც საქართველოში თავის ქვეყანაზე არ ფიქრობს და მათ გარე დამკვეთებს სჭირდებათ საციცოცხლოდ მნიშვნელოვნად და მაშველ რგოლად რამე, ეს არის ჩვენს ქვეყანაში იმ თემის გააქტიურება, რასაც ომში ჩართვა ჰქვია და გეტყვით, რატომ. გარშემო სიტუაციას ვხედავთ, სირიის, ირანის, უკრაინის, თემებზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ გარშემო ჩვენი ქვეყანა არის ცეცხლის რკალში. საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. კულისებშიც რაც ხდებოდა მაშინ, დღეს აღარ ხდება, არავინ აღარ გვეუბნება, ომი დაიწყეთო, განსხვავებით რამდენიმე წლის წინა პერიოდისგან. მაგრამ იმაში არიან დარწმუნებულები, რომ რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ გვადგება ამ „გლობალურ ინტერესებში“, მაშველ რგოლად მოგვევლინოს საქართველო, იყოს ომის რიტორიკა და შემდეგ ომში ჩართვა, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ხელისფლება გამოიცვლება და ხელისუფლებაში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ერთი თითის დაწკაპუნებაზე იმას გააკეთებენ, რასაც ეტყვიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია და მისი დამკვეთები დღის წესრიგს აგებენ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ შანტაჟზე, რომ ქართველებმა თავისივე ხელით, თავისი ხელისუფლება გაისტუმრონ და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ომში ჩაერთვება.
„ერთადერთი მთავარი „კოზირი“ რაც კი აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით. შანტაჟს მანამდე აქვს შანსი, ვიდრე შანტაჟი ჰქვია ამას. თუ გადაწყვიტე და იმანაც გადაიარა, მერე ბერკეტი აღარ გრჩება, ამიტომ გაცილებით დიდი შანსია, ეს არ განახორციელონ, მაგრამ შეიძლება, ამისი მცდელობებიც იყოს. ის ინფორმაციაც გვაქვს ქვეყნის შიგნით, რომ ამაზე აგებენ დღის წესრიგს, სექტემბრის პირველ და შუა რიცხვებამდე იქნებ რაღაც გადაწყვეტილება იყოს. „ქართველები“, ჩვენი ოპონენტები ამაზე ზრუნავენ და ოცნებობენ. შესაბამისად, ერთადერთი ბოლო გზა არის საქართველოს მოსახლეობის დაშანტაჟება, რომ მათ თავისივე ხელით თავისი ხელისუფლება გაისტუმრონ და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ომში ჩაერთვება, ეს არის მათი ბოლო გზა. ამასაც გადავიტანთ და ბოლოს ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენ გარეშე, ანუ ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების გარეშე, აქ არანაირ მანიპულირებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.