„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
„დედაქალაქის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც დამატებითი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საუბრისას.
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოში შემოსული ბიუჯეტის ცვლილება ყველა დარგობრივმა კომისიამ განიხილა და დადებითი რეკომენდაციები გასცა.
„ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 62 მილიონ 150,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 271 მილიონ 497,5 ათას ლარს. ბიუჯეტის ზრდის ფარგლებში კი, ათივე რაიონულ გამგეობას ეზრდება ბიუჯეტი და ჯამში 24 მილიონზეა საუბარი. ეს კი ინფრასტრუქტურული, სოციალური, გამწვანების სამუშაოების და სხვადასხვა პროექტის დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ ცვლილებებს საკრებულოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ლევან არველაძემ.