ბაქო-თბილისის მატარებლით მგზავრობის ტარიფები ცნობილია
1779277811
ალიანსი არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ეს მათ შორის ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება, განსხვავებული კამპანია გვქონდეს 26 მაისამდე, თუმცა ვახდენთ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების მობილიზებას, რათა ოპოზიციამ მოიკრიბოს ძალა და ერთად შევეცადოთ, მივიღოთ ახალი არჩევნები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე ქვეყანაში ვერ მოხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია“.
ამას ყველა ვეთანხმებით. ცხადია, ჩვენ ვართ ერთად პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით, ერთად ახალი არჩევნების მისაღებად“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ჩვენი ინფორმაციით, 18 მაისს გაიმართა ალიანსის შეხვედრა, რასაც არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. შეხვედრა ეხებოდა 26 მაისის ორგანიზებას. რატომ არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა?“, ლაშა ფარულავამ უპასუხა:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 26 მაისს ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ვიქნებით, რათა მივიღოთ ახალი არჩევნები და გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. ეს არის საკითხი, სადაც ყველა ვართ ერთიანები. ცხადია, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე დემოკრატიული ტრანსფორმაცია ქვეყანაში არ და ვერ მოხდება. რაც შეეხება ტექნიკურ შეხვედრებს, ლოგისტიკურ საკითხებზე შეიძლება, ჩვენი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა ჩვენ ვართ მუდმივ რეჟიმში, სამუშაო პროცესში. ჭიქაში ქარიშხალს ტყუილად ნუ ექნება ადგილი, რადგან ბუნებაში ასეთი არ არსებობს. არ ვართ გამოყოფილები, ჩვენ ვართ ერთიანები. დემოკრატიული ოპოზიცია, მათ შორის ალიანსის სუბიექტები ერთიანები არიან ორ მთავარ მოთხოვნაში. პირველი არის ახალი სამართლიანი არჩევნები და ამასთან დაკავშირებით ერთიანი ექვსპუნქტიანი შეთავაზება მომზადდა, თუ რას ვეძახით არჩევნებს; მეორე – როგორ უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. ამასთან დაკავშირებით უკვე 26 მაისს უფრო მეტს ვისაუბრებთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვართ ერთიანები და არა მხოლოდ ამ საკითხებთან მიმართებით“.