დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს, ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
„დღეს ვუბრუნდებით ჩვენს ბრძოლას და კიდევ ერთხელ ვპასუხობთ არალეგიტიმურ, დე ფაქტო პრეზიდენტს, ყაველაშვილს და კიდევ ერთხელ მივუთითებთ გზას რუსული ხომალდისკენ. სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა. გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შემოთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის მიერ დაგეგმილი ავანტიურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ. დღევანდელი ღონსიძიება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ, მოხდა პარტიის რეგიონული ლიდერების ინფორმირება და თბილისში მოწვევა. ანონსი დაიგზავნა მედიაში და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენ გაგვეხმოვანებინა პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ხელი შეეშალათ, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ეშინია პროდასავლური ოპოზიციის ჩართვის ამ ბრძოლაში, ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მასკარადი, რაც ვიხილეთ. სულ ტყუილად. „ძლიერ საქრთველოს“ აქვს თავისი გეგმა, აქვს თავისი გზა, რომელიც ქართველი ხალხის, საქრთველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „კაგებე“, სუს-ი, ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი.
ბრძოლა არის ერთადერთი გზა, რომელიც რუსული ოლიგაქრიული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს. ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ველზე. ბრძოლა ქუჩაში, პროტესტით და დაუმორჩლებლობით, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარებით, სანქციებით და „ქართული ოცნების“ რეჟიმის იზოლაციით; ბრძოლა არჩევნებში; დაპირისპირებების ახალი კერის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ და პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით; საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა და ყველა ადამიანისთვის პროტესტის გამოხატვის უფლების მიცემა. ეს არის ჩვენი, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ამოცანა.
დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – განცხადა ირაკლი კუპრაძემ.