კაია კალასის განცხადება, აბსოლუტურად ყველა ნაწილში აღწერს რეალობას - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, კაია კალასისი განცხადება, ძალიან მარტივი სიტყვებით ნათქვამი რეალობაა.

"კაია კალასის რეალობის საღი აღწერა, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, ოღონდ ქართული მხარე გვლანძღავს და ნაბიჯებს არ დგამს ჩვენი მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა ნაწილში აღწერს უბრალოდ რეალობას, ძალიან მარტივი სიტყვებით. თავდასხმა როგორ არის, არ დგამს ნაბიჯებს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ერევანში, სამიტის დაწყებამდე კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველო ისევ გააკრიტიკა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.