სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
უარგუმენტო პრეტენზიები რომ აქვთ ადგილობრივ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ევროპიდან, ამ კვლევაშიც კი ნათელია, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, რითაც გამოეხმაურა
ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის დეტალურ ანგარიშგებას. აღნიშნულ დოკუმენტში საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
„დიახ, უმცირესობების უფლებები საქართველოში დაცულია და ისე არის დაცული, რომ მსოფლიოს ხუთეულში შედის. იმიტომ რომ, ჩვენ გვაქვს მიღებული კანონი, ზოგადად ტოლერანტული სახელმწიფო ვართ და აქ, საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა ეთნოსის, მრწამსის, რჯულის ადამიანები მშვიდობიანად ვცხოვრობდით და მომავალშიც ვიცხოვრებთ, მათ შორის განსხვავებული ორიენტაციის თუ ხედვის“, - განაცხადა ზარქუამ.
საქართველო უმცირესობის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო ხუთეულშია, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა.