რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზე საჰაერო შეტევები მიიტანა
1749013392
ოპოზიციამ თავისივე ხელით უარყო თავისი ამომრჩევლის არჩევანი, გარე კარნახს გაჰყვა და ქვეყანაში ამ დესტრუქციულ ქმედებებს უწყობს ხელს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
„დღეს სწორედ ამ გაჭირვებაში არიან, არ იციან მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. რაღაცა ნაწილი მიიღებს, რაღაცა ნაწილი არ მიიღებს. ამას ჩვენთვის პრინციპულად გადამწყვეტი მნიშვნელობა არანაირად არ აქვს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციიდან ამ დროის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობენ: „ლელო“, გახარიას პარტია და „გირჩი“. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გვარამიას პარტიაში ირწმუნებიან, რომ ბოიკოტს განაგრძობენ, კოლეგებს კი სტრატეგიას უწუნებენ.