„ფორმულას“ წამყვანები ტოვებენ – „პერსონალურმა მიზეზებმა არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი“
1746198732
ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ადამიანების გარშემო იქნება საუბარი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს დაგეგმილი საგამოძიებო კომისიის სხდომის შესახებ საუბრისას.
„ზოგადად ძალიან ტრაგიკული იყო, როდესაც საპოლიციო მოქმედება ტარდებოდა ისეთი წესით, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული იყო, რომ ოპერაცია დამთავრებულიყო მსხვერპლით, რაც საზოგადოებაში გარკვეული შიშის ფაქტორის აღძვრას უნდა მომსახურებოდა. კომისია კიდევ ერთხელ იკვლევს იმ სისტემურ კავშირს რაც ამ პერიოდში ჩადენილ სხვადასხვა სახის დანაშაულებს ეხება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.