„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
თუ რაღაც ეჭვი არსებობს, უნდა მოხდეს ადამიანის დაკავება და ბრალის წაყენება თუ არა, მოკვლევის დაწყება მაინც, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, „ნაცმოძრაობი“ რეჟიმის მიერ მოკლული, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას საქმის განხილვისას.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების მაგვარი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ საქმე არა გონივრულ ეჭვთან, არამედ ისეთი ადამიანების მოშორების სურვილთან გვაქვს, რომლებიც 2008 წლის ომის ფატალურ და ლაჩრულ შეცდომებზე ხმამაღლა საუბრობდნენ.
„ეს უკვე თავიდან ბოლომდე იმაზე მიუთითებს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვთან კი არ არის საქმე, ალბათ იმასთან გვაქვს საქმე, რომ ამ ომის დროს დაშვებული რომ იქნა ხშირ შემთხვევაში ფატალური ან ლაჩრული შეცდომები, ამას ვინც ათვითცნობიერებდა და ამბობდა, ასეთი ადამიანების მოშორება უნდოდათ. ასეთი იყო მუხროვანის ამბავიც და ასეთია ამ კონკრეტული ადამიანების უმძიმესი ხვედრიც - ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
კომისიის წევრის, ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია, ვინაიდან, როგორც გარდაცვლილი პაატა ქარდავას შვილმა აღნიშნა, "ნაცმოძრაობას" რაიმე რომ ჰქონოდა ქარდავას წინააღმდეგ, მთელ ქვეყანას ამცნობდნენ.
„ეს იყო რეჟიმი, რომელიც წარმოადგენდა დანაშაულებრივ სინდიკატს აბსოლუტურად ყველა სფეროში. სწორი ბრძანა ქალბატონმა ქრისტინემ, მათ რომ მართლა რამე ჰქონოდათ, თავისთავად, დიდი ხმაურითა და დიდი ზარ-ზეიმით ამცნობდნენ ქვეყანას, გავიხსენოთ აგერ, ფოტოგრაფების საქმე, უდანაშაულო ადამიანებს ჰქონდათ ბრალი წაყენებული“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.