დააკავეს ქალი, რომელმაც ყოფილი შეყვარებული გაიტაცა და გააუპატიურა (უცხოეთი)
1752777823
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ზეწოლა გრძელდება და მისი განმუხტვის მთავარი მიზანი ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა და ოპოზიციის მხარდაჭერაა.
„სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვის არის საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენს ქვეყანაზე აქტიურ შანტაჟს აწარმოებინებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამ პროცესების მიზანია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების პროვოცირება და ქვეყნის მართვაში „გლობალური ომის პარტიისთვის“ სასურველი ძალების მოყვანა.
„მიზანი აქაც იგივეა - როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ; ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად არ გამოადგება. სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში“, - აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მზად არის, შეასრულოს ნებისმიერი მითითება, მათ შორის - ქვეყნის ომში ჩართვა.
„ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზად არის, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერი დავალება, მათ შორის მთავარი - ქვეყნის ომში ჩართვა. სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.