„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წვერმა, ილია ინჯია, ისაუბრა იმ მიზანზე, რომელიც აღნიშნულ კომისიას გააჩნია.
ილია ინჯიას განცხადებით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დაიმახსოვრონ და მომავალმა თაობამ კარგად გაიაზროს, თუ რა სირთულეების გადატანა მოუწიათ „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის დროს ოჯახებს, რათა საქართველომ მომავალში ამ ყველაფრისგან თავი დაიცვას.
„კომისიის მიზანია, ჩვენ ყველა იმ ადამიანის ისტორია მოვისმინოთ და ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დაიმახსოვრონ და მომავალმა თაობამ კარგად გაიაზროს როგორი საშიშროების წინაშე იდგნენ და რა სირთულეების გადატანა მოუწიათ იმ ოჯახებს, რომლებმაც ეს ტკივილი განიცადეს და თქვენი აქ მოსვლა და ამ ისტორიის გაჟღერება მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენმა ქვეყანამ მომავალში ამ ყველაფრისგან თავი დაიცვას“,-ამ სიტყვებით მიმართა ილია ინჯიამ, "ნაცმოძრაობის" მიერ მოკლული დაზვერვის ოფიცრის,პაატა ქარდავს შვილს.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება. კომისიის წევრები “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას, მკვლელობის საქმეს განიხილავს.