ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1750278256
„ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დინამიკა, რაც უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის არსებობს, შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, არჩილ კალანდიამ განაცხადა, რითაც ანკარაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.
„თურქეთთან გვაკავშირებს სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობები. უმაღლეს დონეზე კონტრაქტები, დინამიკურად ვითარდება. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ველით, რომ, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, ბიზნეს და პოლიტიკური კონტაქტები კიდევ უფრო გაღრმავდება და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა.
საერთო ჯამში, ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დინამიკა, რაც უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის არსებობს, შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაღრმავდება," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, არჩილ კალანდიამ.
საპარლამენტო დელეგაციამ თურქეთში ვიზიტი დაასრულა. შედეგებზე შემაჯამებელი კომენტარი მედიასთან შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მან თურქეთში გამართული შეხვედრების კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის საუბრის თემა, სწორედ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ის მნიშვნელოვანი პროექტები იყო, რომელსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა. ვიზიტის ფარგლებში სპიკერი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და მეგობარი ჯგუფის წევრებს შეხვდა.