იგეგმებოდა ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომელთა მიზანიც არჩევნების ჩაშლა იყო - გვიჩნდება კითხვები, თუ რას აფინანსებდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს" - ლევან მახაშვილი ბრიტანეთის საელჩოზე

ლევან მახაშვილი

"ჩვენ რაც ვიხილეთ, მაგალითად, USAID-თან დაკავშირებით, ბუნებრივად გვიჩნდება ეჭვები, რომ ბრიტანული დაფინანსებაც ხმარდებოდა ისეთ პროცესებს, რომელიც საერთოდ არ იყო არც ბრიტანეთის და არც საქართველოს ინტერესებში," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მახაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, საუკეთესო გამოსავალია, ბრიტანეთის საელჩომ გაასაჯაროოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ხმარდებოდა მის მიერ გაცემული გრანტები.

"ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან საუკეთესო გამოსავალი არის, ამ ინფორმაციის გასაჯაროება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რადგან რაც ვნახეთ ამ ოთხ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, უკვე ცხადია, რომ იგეგმებოდა ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლების მიზანი იყო არჩევნების ჩაშლა. ახლა, ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვები, თუ რას აფინანსებდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და, ზოგადად, კიდევ რა დაფინანსებები აქვთ," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მიმართა ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.