1752499223
გურამ მაჭარაშვილი: პოლიტპატიმარს შეწყალებას არავინ სთავაზობს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ, რომ ისინი ციხიდან გამოვიდნენ, ისინი კი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ციხეში დარჩნენ

კაცობრიობის ისტორიიდან ერთი პოლიტპატიმრის მაგალითი მოიყვანონ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი პატიმარს სთავაზობს, შეგიწყალებ და არჩევნებში მიიღე მონაწილეობაო და ის უარს ამბობს. როგორც წესი, პოლიტპატიმარი იმიტომ არის პოლიტპატიმარი, რომ დევნიან პოლიტიკურად, განეიტრალებულია და ამიტომ ზის ციხეში უკანონოდ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, პატიმარს ციხეში ყოფნა თუ უნდა, მას ციხიდან ვერავინ გამოიყვანს, ვიდრე ვადა არ ამოეწურება.
„პოლიტპატიმარს შეწყალებას არავინ სთავაზობს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ციხიდან არ გამოვიდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ, რომ ისინი ციხიდან გამოვიდნენ, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ციხეში დარჩნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.