გურამ მაჭარაშვილი „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს მოწინავე პოზიციებზე: ამ ფონზე იგივე ევროკავშირის ბიუროკრატია ამბობს, რომ თურმე საქართველოში უკუსვლაა დემოკრატიის. ვინ დაიჯერებს ახლა ამას?! - არავინ

გურამ მაჭარაშვილი

ამ ფონზე იგივე ევროკავშირის ბიუროკრატია ამბობს, რომ თურმე საქართველოში უკუსვლაა დემოკრატიის. ვინ დაიჯერებს ახლა ამას?! - არავინ, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

მისი თქმით, ყველა მიმართულებით საერთაშორისო კვლევებში საქართველო წამყვან ადგილს იკავებს.

„ატლანტიკური საბჭო“, ევროპაში - „სავალუტო ფონდი“, მსოფლიოში - „მსოფლიო ბანკი“, საერთაშორისო ევროპული ინსტიტუტები საქართველოში აფასებენ პოზიტიურად ეკონომიკურ ზრდას, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას. და ამ ფონზე იგივე ევროკავშირის ბიუროკრატია ამბობს, რომ თურმე საქართველოში უკუსვლაა დემოკრატიის. ვინ დაიჯერებს ახლა ამას?! - არავინ. ასეთი შეფასება ბევრი მიმართულებით, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით, როცა არის პოზიტიურად შეფასებული, ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროში არის და გამომდინარე აქედან ცივილიზებულ სამყაროს წარმატებაც არის ეს შეფასება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის სრული დეტალური საანგარიშგებო მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

კვლევაში საქართველო უმცირესობის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო ხუთეულშია, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა.