„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
1752499975
ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო სასამართლოდან არის მოთხოვნა 20 ივნისის საქმეზე გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 20 ივნისის აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.
„საზოგადოებისთვის ინტერესის სფერო რაც არის, ამას გაეცემა პასუხები, რადგან გამოძიება ჩატარდება. საზოგადოება გაიგებს რა პროცესები იყო, გახარიამ რა თქვა და რა არ თქვა სწორად. ჩვენ კი ვიცით რა და როგორ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოძიების დონეზე დადგინდება რა პროცესებთან გვქონდა საქმე 20 ივნისს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.