ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
გიორგი ბარამიძე, სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:
„ბატონო პრეზიდენტო, ცოტა უფრო რბილად იმოქმედეთ, თორე ხომ გაუსკდება პუტინს გული და ცოდოა.
აი ასეთმა უხერხემლობამ მოიტანა დღევანდელი დღე, როცა გათავხედებული, ველური, ბანდიტი პუტინის რუსეთი, ევროპული სუვერენული სახელმწიფოს (2008-ის შემდეგ მორიგ ჯერზე) დედაქალაქს უტევს.
ძალიან სამწუხაროა ეს ყოველივე.
თუმცა მჯერა უკრაინელი ხალხი მაინც შეძლებს თავისი ქვეყნის დაცვას და საბოლოო ჯამში (გარკვეული დრო დასჭირდება) ველური პუტინის პოლიტიკა კრახით დასრულდება.
გაუმარჯოს უკრაინას!“,- წერს გიორგი ბარამიძე.
