წყალი 12 საათით შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს
1750273452
რამდენიმე საათში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. აქცენტი გაკეთდება მედიის თავისუფლებაზე და მზია ამაღლობელის საქმეზე. ინიციირებულია რეზოლუციის 7 პროექტი, რომელშიც განსხვავებული გზავნილებია. საბოლოო ჯამში, ევროპარლამენტი კენჭს შეჯამებულ ვარიანტს უყრის.
"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ ევროპარლამენტმა თავისი ფუნქცია ცუდად ამოწურა.
"სამწუხაროდ, ევროპარლამენტმა თავისი ფუნქცია ამოწურა ძალიან ცუდად იმიტომ, რომ რამდენიმე რეზოლუცია იყო ისეთი, რომელიც არა მარტო შეურაცხმყოფელი იყო და იქ ეწერა ძალიან ბევრი ტყუილი, არამედ პირდაპირ იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული. გინდა სანქციები ჩაწერონ იქ, რაც უნდათ ის ჩაწერონ, ფარატინა ქაღალდი დარჩება ფარატინა ქაღალდად. რაც შეეხება იგივე ამაღლობელთან დაკავშირებულ საკითხს, ამ ადამიანმა ფიზიკურად იძალადა პოლიციელზე, და ამ ფაქტსაც სადავოდ რომ გახდიან, ეს არის ყველაზე ამაზრზენი“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479