„ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე...“ - ტაძრის ისტორია, სადაც სასწაულები ახლაც ხდება
1755539309
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, სადაც ვკითხულობთ, რომ გაერთიანების შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომი არ ყოფილა - ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის თქმით, ევროკავშირის ოჯახის წევრობისთვის არსებობს მინიმალური ქცევის წესები, რომელიც საქართველომ უნდა დაიცვას.
"რაც ევროკავშირი არსებობს, ევროკავშირის არც ერთ სახელმწიფოში არ ყოფილა ომი. მეორე, ვინმე რამეს გვაძალებს ევროპიდან? ევროპელებს აქვთ ძალიან მარტივი მიდგომა, ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას სურს ევროპული ინტეგრაცია და თუ შენ გინდა, რომ იმ ოჯახში გაწევრიანდე, არსებობს მინიმალური ქცევის წესები, რომელიც უნდა დაიცვა. რა მოთხოვნაა ასეთი წაყენებული? რა პირობა დგას, რომელიც შეუსრულებელია? ქართველებისთვის მიუღებელი? არავითარი", - ამბობს ლევან სანიკიძე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს.