ერთადერთი ნიშა, რაც ნიკა მელიამ ნახა პოლიტიკაში არის ეს ექსტრემიზმი. რაც უფრო მეტ კანონდარღვევას ჩაიდენს, მით უფრო მეტი ბრალი ექნება წარდგენილი - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

რაც უფრო მეტ კანონდარღვევას ჩაიდენს, მით უფრო მეტი ბრალი იქნება მასზე წარდგენილი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრულ მორიგ საქმეს. მისი თქმით, მელიას ნიშა პოლიტიკაში ექსტრემიზმია.

„ერთადერთი ნიშა, რაც ნიკა მელიამ ნახა პოლიტიკაში არის ეს ექსტრემიზმი. ალბათ გაიხსენებთ თითოეულ მომენტს, როდესაც მან პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა სახელმწიფოსა და კანონს, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის მოხსნა და გადაგდება და ამ შემთხვევაში მოსამართლისთვის წყლის შესხმა“, - განაცხადა წილოსანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას მიერ მოსამართლის მიმართ განხორციელებული უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწო