თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს
1746720697
"ის, რომ ჩვენ არ გვყავს, რეალურად ქმედითი ოპოზიცია და არის გარედან მიღებული დაკვეთების შემსრულებელი ინსტრუმენტი, ეს, საერთო ჯამში, ვნებს ქართულ დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საჭიროებს ოპონირებას სხვადასხვა ძალებს შორის," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერი მოსახლეობა ფრუსტრირებულია, რადგან მათ გამარჯვებაზე არარეალისტური მოლოდინები შეუქმნეს.
"ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ სად არის პრობლემა და როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავიბრუნებთ იმ მოქალაქეებს, დავაბრუნებთ რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში, ვგულისხმობთ ამომრჩეველს, რომელიც შეიძლება იყოს კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ხმა მისცა ოპოზიციას და ამ ამომრჩეველმა განიცადა იმედგაცრუება. როდესაც ელჩებმა თავიანთი დიპლომატიური მანტიები მოიხსნეს, ჩამოკიდეს და პირდაპირ ჩაერთნენ არჩევნებში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, ყველას აძლევდნენ იმედს, რომ თითქოს იქნებოდა მათი გამარჯვება. გახსოვთ 27 ოქტომბერი - ვიდეოებსაც კი დებდნენ აქტივისტები, აბსოლუტური ტრაგიზმით, ტირილით, იმის გამო, რომ შეუქმნეს არარეალისტური იმედები ზოგიერთმა ელჩმა, დიპლომატმა და უცხოელმა პოლიტიკოსმა.
აქ ჩამოდიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მიტინგებს ატარებდნენ - წარმოგიდგენიათ, რა გადაიტანა ჩვენმა საზოგადოებამ? ფაქტობრივად, ჩათვალეს, რომ შეეძლოთ ხაზი გადაესვათ ჩვენი სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ხან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხან ლიეტუვის, ხან რომელი და ხან რომელი, აქ მიტინგებს გვიმართავდნენ. ელჩები გამოდიოდნენ და საარჩევნო ბანერებს გვიფასებდნენ - ასე სჯობდა თუ ისე სჯობდა. ასეთ აბსურდში გვაცხოვრეს, მისცეს იმედები და არის ფრუსტრირებული ეს ამომრჩეველი.
ის, რომ ჩვენ არ გვყავს, რეალურად ქმედითი ოპოზიცია და არის გარედან მიღებული დაკვეთების შემსრულებელი ინსტრუმენტი, ეს, საერთო ჯამში, ვნებს ქართულ დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საჭიროებს ოპონირებას სხვადასხვა ძალებს შორის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.