1775204481
ეკა სეფაშვილი ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე: ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ
ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობა შეაფასა.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ. რა თქმა უნდა ეს არარეალისტური მოლოდინია. პატარა ქვეყანა ვართ და ძირითადად იმპორტირებულ საქონელს მოვიხმართ. ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ. ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ მაისში ფასები მკვეთრად დაეცემა, უბრალოდ ამისთვის შემუშავდება გარკვეული მიმართულებები“, - აღნიშნა სეფაშვილმა.











