დავით მათიკაშვილი: ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შეეწინააღმდეგება ძალაში შესულ კანონს და სათანადო წესით არ დარეგისტრირდება, დაექვემდებარება სანქცირებას

დავით მათიკაშვილი

 „ფარას“ საკანონმდებლო სივრცე ემსახურება სწორედ იმას, რომ ქვეყანა იყოს სუვერენული, დაცული არაგამჭვირვალე, საეჭვო წარმომავლობის თანხებისგან, რომელთა მიზნობრიობაც არის არა ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება, არამედ პირიქით, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციების მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას შესაბამისი ზომები მოჰყვება.

„ბუნებრივია, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შეეწინააღმდეგება ძალაში შესულ კანონს და სათანადო წესით არ დარეგისტრირდება, დაექვემდებარება სანქცირებას“, - აცხადებს მათიკაშვილი.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ე.წ. ამერიკული „ფარას“ ასლი უკვე ამოქმედებულია. კანონი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილს, ისე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.