დავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენედ ვისმენთ „ფერადი რევოლუციების“ ავტორებისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედოს „დიფ სთეითმა“, რომ განახორციელონ ის გეგმები, რაც გააჩნიათ

 დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ფერადი რევოლუციების“ ერთ-ერთ მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოში საქართველოს ოცჯერ ხსენებას გამოეხმაურა.

„უკვე მერამდენედ ვისმენთ „ფერადი რევოლუციების“ ავტორებისგან, იმ ძალებისგან, რომლებსაც არა დემოკრატიული, რევოლუციური გზებით სურთ მსოფლიოში საკუთარი გავლენის გავრცელება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს „დიფ სთეითმა“, რომ განახორციელონ ის გეგმები, რაც გააჩნიათ.

ნაშრომში, რომელზეც ვსაუბრობთ, საქართველო არის ოცჯერ ნახსენები და იმის მაგალითად არის მოყვანილი, როგორ უნდა ებრძოლო ადგილობრივ დემოკრატიას, ადგილობრივ ხელისუფლებას და საზოგადოების არჩევანს, რომ „დიფ სთეითმა“ საკუთარი მიზნები განახორციელოს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.