დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
უკვე ოფიციალურად, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან, ორი არჩევნებში ერთვება, ორი კი ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. განსხვავებული პოზიცია კი ოპოზიციურ პარტიებს შორის გაუგებრობას იწვევს. როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - "ქართულ ოცნება" ამ დაპირისპირების მიღმა გარე ძალების გეგმებს და ინტერესებს ხედავს, რომლის მიზანიც პოლიტიკური სცენიდან "ნაციონალების" გაქრობა და მათი, შედარებით ახალი სახეებით ჩანაცვლებაა.
"რადიკალები ფიქრობენ, რომ სწავლობენ საკუთარ შეცდომაზე, ასევე ფიქრობენ მათი პატრონები უცხოეთიდან. იმისათვის, რომ საზოგადოების თვალში მოხდეს ამ ილუზორული რეალობის შექმნა, თითქოს მართლაც რაღაც დაპირისპირება არსებობს რადიკალებსა და კოლექტიურ ნაცმოძრაობას შორის, არის ასეთი სცენარი დაწერილი რომ დაპირისპირება არსებობს ორ ფლანგს შორის. პატრონების აზრით, ამ დაპირისპირებამ ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს რადიკალური პოლიტიკური მოძრაობების ცალ-ცალკე ფრთები და მათ მომხრე ძალიან მცირე ადამიანს უნდა შეუქმნას იმის წარმოდგენა, რომ თითქოს ისინი "ლელოს" და გახარიების სახით, არა "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ რაღაც შუაშისტურ ძალას. ეს არის სასაცილო,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.