დავით მათიკაშვილი ლორა თორნტონზე: ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას

 დავით მათიკაშვილი

ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ლორა თონრტონის მისამართით,

„ქალბატონი ლორა თორნტონი და ზოგადად, მაკკეინის ინსტიტუტი გამოირჩევა დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკით. არ არის გასაკვირი თუ ობიექტური ფაქტებით გაჯერებული და მეტ-ნაკლებად რეალობის ამსახველი ანგარიში არ არის მოწონებული ლორა თორნტონის მიერ. ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას“ , - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლორა თორნტონი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს უწუნებს.