„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, საქართველოს სახელმწიფო ყოფილ მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს უსმენენ.
დავით ბაქრაძე იხსენებს 2016 წლის 14 აპრილს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება/რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღების თაობაზე, რასაც კენჭისყრისას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.
„14 აპრილს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთმანეთს ხვდება ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა, სადაც არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიის წევრები და მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები ყველა პარტიიდან. იქ მომხსენებლებად იყვნენ, იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რეინტეგრაციისა და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები. სადაც ეს პროგრესი გავაცანით, განიხილეს ევროკომისიის გადაწყვეტილება და ამის შემდგომ გაიმართა დისკუსია, დებატები და მიიღება გადაწყვეტილება/რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ამ რეკომენდაციას, ამ დებატების დროს კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. აქ წარმოდგენილნი იყვნენ ორი წევრით - გიორგი კანდელაკი და ტარიელ ლონდარიძე, ასევე არ დაუჭირა მხარი ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრმა, ანუ ის, რაც 2015 წლის ნოემბერში პირად შეხვედრებში დააფიქსირეს ევროკომისიის, თუ ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წვერები სხვადასხვა შეხვედრების დროს ამას ლობირებდნენ ეს უკვე საჯაროდ, გადაწყვეტილების დონეზე არ დაუჭირა მხარია მას „ენმ-მ““-განაცხადა დავით ბაქრაძემ.