1751921238
„დავიმსახურეთ უსამართლო კრიტიკა ოპოზიციურ ველზე, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება არის ერთადერთი და სწორი“ - გიორგი სიორიძე

"ლელომ" არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს - პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე "ღამის კურიერში" დასმულ კითხვას პასუხობს და მიაჩნია, რომ პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიციურ ველზე უსამართლო კრიტიკა მოჰყვა.
"რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯს - ეს, ბუნებრივია, არის იმდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის გუნდში. ეს იყო გამომწვევი იმისა, რომ დავიმსახურეთ უსამართლო ჩემი აზრით, კრიტიკა ოპოზიციურ ველზე, თუმცა გადაწყვეტილება არის ერთადერთი და სწორი ჩვენი აზრით, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვესმის ბრძოლის გაგრძელება, რეჟიმთან წინააღმდეგობა და ვფიქრობთ, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში არის ამ ქვეყანაში, იმ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომელიც არის ამ ქვეყანაში აუცილებელია, რომ გაძლიერდეს და სწორედ, წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებაში ვხედავთ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ნაბიჯსაც, რომელსაც ტერმინოლოგიურადაც კი სხვანაირად ვეძახით უკვე, ჩვენ არ ვუყურებთ ამას როგორც კლასიკურ არჩევნებს“, - აცხადებს გიორგი სიორიძე.

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1751915758