ჩვენს უახლეს ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ შეძლო, რომ სწავლა გახდა უფასო - გიორგი სოსიაშვილი

პარლამენტმა გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის  უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

პარლამენტში განათლების შესახებ კანონში ცვლილების განხილვა დაჩქარებული წესით გრძელდება. სიახლეს დეპუტატები თავდაპირველად დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც სესიაზე საბოლოოდ დაამტკიცებენ.

ცვლილების თანახმად, ზუსტდება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მიღებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

განათლების სფეროში დადებით ცვლილებებზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" დამსახურებით, ქვეყანაში სწავლა უფასო გახდა.

"ზოგადი განათლების მართლაც უპრეცედენტო მიმართულება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე. პირველად, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ხელისუფლებამ შეძლო, რომ სწავლა გახდა უფასო.

ახლად ჩარიცხული აბიტურიენტების გარდა, წინა წელს ჩარიცხულ სტუდენტებსაც მივეცით შესაძლებლობა, რომ ხელახლა სცადონ ბედი და გრანტის მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესონ," - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.