1751399667
ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, ის მხარს უჭერს რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებას.
„ჩვენ გვინდა არჩევნები, ოღონდ დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადის ქუჩაზე.
სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ხალხის მოტყუება, ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა. მთლიანად მხარს ვუჭერ რვა პარტიის განცხადებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს.