"ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში" - მარიამ გრიგოლიშვილი

გრიგალაშვილი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრის, მარიამ გრიგოლიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეების მიზანი ახალგაზრდებთან მეტი ღია კომუნიკაციაა.

"შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან. მათ შორის, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში, სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით," - აცხადებს მარიამ გრიგოლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. ამ წუთებში, კონფერენცია შეკვეთილში მიმდინარეობს. განიხილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები, დაიგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

შეხვედრები მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.