,,ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს...“ - ოჯახი ბავშვს ეძებს
1753456678
დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს, დავით სუჯაშვილს ელოდებიან დღეს გენერალურ პროკურატურაში. მისი გამოკითხვა ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
ძიება საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების საქმეზე, დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლის საგანს წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
გუშინ უწყებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია გამოიკითხა.