ჩინელი ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

ჩინელი ინფლუენსერები

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ციფრულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიასთან Dragon Trail International-თანთანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთიდან ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს უმასპინძლა.

ახალი მარკეტინგულიკამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას ჩინურ ტურისტულ ბაზარზე, გააცნოს ფართო აუდიტორიას საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, ბუნება, კულტურა, სამზარეულო და ღვინო.

ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა და ვიდეოგრაფებმა გადაიღეს საპრომოციო ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც განთავსდება სხვადასხვა ჩინურ პლატფორმაზე.

გადაღებები შედგა: თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს