როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ცნობები კლინიკიდან
1751954954
ბრალდების მხარე გიორგი რამიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა თორნიკე მახათაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში”, - განაცხადა პროკურორმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.
ცნობისთვის, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს გიორგი რამიშვილს, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.