ბადრი ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ამაზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან

ჯაფარიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ მიღებული არ აქვთ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

„ჯერ ვერ ვიტყვით [რომ „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს], რადგან შესაბამისი ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ამაზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. რა თქმა უნდა, ის პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ, მოითხოვს ყურადღებას, რადგან ცხადია, რომ მთავარი საკითხები, სამწუხაროდ, რჩება პოლიტიკური განხილვების მიღმა, - ეს არის ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, უამრავი ახალგაზრდის გადინება ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური დებატები, ყურადღების მიღმა ტოვებენ იმ საკითხებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან აწუხებს,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.