გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება - რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე
1748975142
თბილისის მშრალი პორტი არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთით, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თბილისში კვლავ ვიმყოფები იმ იდეის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც იქცა თბილისის მშრალი ინტერმოდალური პორტის სახით. ეს დინამიკა, მასშტაბი, ლოჯისტიკური ობიექტი არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთით და გაზრდის ვაჭრობას. ჩვენ ვატარებთ საწარმოო-სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან – სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას. ეს არის ჩვენი ხედვებისა და ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წინსვლისა და სტაბილურობის გარანტი. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის სახით. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც განსაკუთრებულ ტარიფებზე იქნება დაფუძნებული, საქონლის 95 პროცენტი გატარდება ამ პორტის საშუალებით, გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან, ჩვენს ერებს შორის“, – აღნიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, „აბუ დაბის საპორტო ჯგუფის ინიციატივა და ინვესტიცია ამ კონკრეტულ ინტერმოდალურ პორტში მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეფუძნება თანამშრომლობას და მზარდ ურთიერთობას საქართველოსთან“.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელოდება უფრო მეტ ინვესტიციას, მეტი კაპიტალის დაბანდებას საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მთავრობასთან ახალი შესაძლებლობები ვიპოვოთ ინვესტიციების განსახორციელებლად. საქართველო, გარდა იმისა, რომ არის მრავალი საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, ასევე ძალიან დიდი ნიჭიერების საბადოა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მოვინდომოთ და ეს თანამშრომლობა წარმატებული გავხადოთ. საქართველოს კულტურა არის ის, რასთანაც ჩვენ ძალიან ხშირად გვექნება შეხება მომდევნო წლებში. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის, მადლობას ვუხდი ასევე ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.